ოტია იოსელიანი

წლები: -

ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), ქართველი მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობს როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერს პიესებს და კინოსცენარებს.